კესი მზად არის "მილანში" დაბრუნდეს - რა პოზიცია აქვს "როსონერის"?

კესი მზად არის "მილანში" დაბრუნდეს - რა პოზიცია აქვს "როსონერის"?

გავლენიანმა იტალიერლმა ჟურნალისტმა კარლო პელეგატიმ "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, ფრანკ კესის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"კესისთან დაახლოებულმა წყარომ მითხრა, რომ მოთამაშე მოხარული იქნება "როსონერიში" დაბრუნებით.

მაგრამ ეს ვარიანტი ძალიან, ძალიან, ძალიან არარეალურია. "მილანის" მენეჯმენტი თვლის, რომ ფეხბურთელსა და გუნდს შორის ყველაფერი საბოლოოდ დასრულებულია".

შეგახსენებთ, კოტ-დიუარელმა საყრდენმა ნახევარმცველმა "მილანის" რიგები გასული სეზნობის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

1 კვირის წინ
685 / 0
Ibra