logo

იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას უთამაშია

იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას უთამაშია

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ადრიანო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მას უთამაშია.

შვედმა შემტევმა რამდენიმე წლის წინ Sport Bible-თან ინტერვიუში ადრიანოზე ისაუბრა.

"მითამაშია დიდ ჩემპიონებთან ერთად, მითამაშია ისეთებთან ერთად, რომლებიც უკვე საოცრებებს აკეთებდნენ. თუმცა, ერთი, ვისაც უფრო მეტი შეეძლო და ვერ გააკეთა, ადრიანო იყო". 

"როცა "ინტერში" გადავედი, პირველი, რაც პრეზიდენტს ვუთხარი ის იყო, რომ მე ადრიანოსთან ერთად თამაში მინდოდა. ის ცხოველი იყო, ნებისმიერი ადგილიდან დარტყმა შეეძლო, ბურთს ვერავინ ართმევდა. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროის მანძილზე გაგრძელდა", – თქვა ზლატანმა.


5 თვის წინ
1064 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 38
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ