logo

"მილანმა" ტონალის შესაძენად გეგმა შეიმუშავა

"მილანმა" ტონალის შესაძენად გეგმა შეიმუშავა

სანდრო ტონალი იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და "ბრეშას" მისი შენარჩუნება გაუჭირდება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კლუბი კვლავ სერია ბ-ში დაქვეითდება.

19 წლის ნახევარმცველის გადაბირებით ბევრი კლუბი ინტერესდება და მათ შორის "მილანიც" მიუხედავად იმისა, რომ ტონალის ფასი ძალიან მაღალია. "Sportmediaset"-ის მტკიცებით, "როსონერის" ხელმძღვანელობამ გეგმაც შეიმუშავა და სანდროს შესაძენად მზად არიან ლუკას პაკეტა გაყიდონ.

ბრაზილიელი ნახევარმცველი ლომბარდიული გრანდის გეგმებში არ ჯდება და მსურველი ევროპის მასშტაბით ძალიან ბევრი ჰყავს, ამიტომ ლოგიკურად "მილანს" მისი გაყიდვა არ უნდა გაუჭირდეს.

7 თვის წინ
1333 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ