logo

ანჩელოტი: "კარი გავაღე და დავინახე მარლბოროს როგორ ეწეოდა"

ანჩელოტი: "კარი გავაღე და დავინახე მარლბოროს როგორ ეწეოდა"

კარლო ანჩელოტი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში 2002 წელს იხსენებს, როცა "მილანთან" ერთად ამერიკულ ტურნეში იყო. "პაპა კარლოს" ყურადღება კი ახალწვეულმა დარიო ჰუბნერმა მიიპყრო.

"2002 წლის მაისში ერთ-ერთი შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ბიჭებთან სალაპარაკოდ შევედი. ჰუბნერი ვერ შევამჩნიე და ვიკითხე თუ სად იყო. აბიატიმ მითხრა, რომ დარიო სააბაზანოში იყო."

"კარი გავაღე და დავინახე მარლბოროს როგორ ეწეოდა. გვერდით ლუდი ედო, რომელიც სასტუმროში უყიდია. ვუთხარი: დარიო რას აკეთებ? მეორე ტაიმში როგორ აპირებ ასე თამაშს? მან შემომხედა და მშვიდად მითხრა: მისტერ, მთელი ცხოვრება ასე ვიქცევი და თუ ამას ვერ გავაკეთებ თავის გამოჩენას ვერ შევძლებ." - იხსენებს ანჩელოტი.

4 თვის წინ
1509 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 392
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ