"მილანი" "სპეციას" ცენტრალური მცველით ინტერესდება

"მილანი" "სპეციას" ცენტრალური მცველით ინტერესდება

როგორც "La Gazzetta dello Sport-ი" იტყობინება, "მილანი" "სპეციას" ცენტრალური მცველით, იაკუბ კივიორით, ინტერესდება.

ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, პაოლო მალდინი და რიკი მასარა 22 წლის ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემლები არიან.

აღსანიშნავია, რომ იაკუბს მარცხენა მცველად და ამავდროულად ნახევარდაცვაშიც შეუძლია ასპარეზობა.

ცნობისათვის, კივიორს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

"Transfermarkt-ის" ვერსიით, მისი ღირებულება 3 მილიონი ევროა.

6 დღის წინ
381 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო