"ჩელსი" ლეაოს არ ეშვება

"ჩელსი" ლეაოს არ ეშვება

MilanNews-ის ინფორმაციით, "ჩელსის" ზაფხულამდე მოცდა, კონკურენტების სიმრავლის გამო, არ სურს და "მილანის" ფორვარდის რაფაელ ლეაოს გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

წყაროს ცნობით, ლონდონელები პორტუგალიელ ფეხბურთელს გასამრჯელოს სახით 8-9 მილიონ ევროს სთავაზობენ, "როსონერის" კი ლეაოს სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

პარალელურად, "მილანი" აგრძელებს ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.

პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად სეზონში 1.7 მილიონს იღებს, წლიურად 7 მილიონ ევროს ითხოვს, ამის გარდა კი სურს, რომ იტალიურმა გრანდმა სპორტინგისთვის გადასახდელი 16 მილიონის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფაროს, რომლის გადახდაც მას სასამართლომ, კონტრაქტის თვითნებურად გაწყვეტის გამო დააკისრა.

1 კვირის წინ
425 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო