"სან სიროზე" ფანების დასწრების შთამბეჭდავი მაჩვენებელია

"სან სიროზე" ფანების დასწრების შთამბეჭდავი მაჩვენებელია

"მილანს" ამ სეზონში ფანების დასწრების მხრივ შთამბეჭდავი მაჩვენებელი აქვს. ამავდროულად, ენთუზიაზმიც მაღალია.

"MilanNews-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 5 შეხვედრაში "სან სიროზე" 350 000 ფანი მოვიდა. შესაბამისად, საშუალოდ, თითოეულ მატჩში 70 000 გულშემატკივარი ესწრება და ადევნებს თვალს "როსონერის" თამაშს.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსისთან" საშინაო დაპირისპირების ბილეთები უკვე გაყიდულია. სავარაუდოდ, იგივე მოხდება "იუვენტუსთან" შეხვედრაზეც.

ცნობისათვის, ლომბარდიული გრანდი თავის შემდეგ მატჩს "სტადიო კარლო კასტელანიზე" "ემპოლის" წინააღმდეგ 1-ლ ოქტომბერს გამართავს.

1 კვირის წინ
416 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო