ალექსანდ პატოს ინსტაგრამზე ლაივი ჰქონდა ჩართული, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა და გატუზოს შესახებაც იხუმრა.
"ხუთ კაციანი გუნდი? აუცილებლად შემტევი იქნებოდა. კარში დიდას დავაყენებდი. დაცვაში ტიაგო სილვას, ხოლო ნახევარდაცვაში რონალდინიოს. შეტევის ხაზში კი ნეიმარისა და რონალდოს დუეტს."
"კარანტინში გატუზოსთან ერთად ყოფნას არ ვისურვებდი. ძალიან ფეთქებადი პიროვნებაა მაშინაც კი, როცა თავს კარგად გრძნობს. ერთ ადგილზე 10 წუთის მეტს ვერ ჩერდებოდა ხოლმე." - განაცხადა პატომ.