"მილანის" ახალი ვარიანტი – ფეხბურთელი "პსვ-დან"

"მილანის" ახალი ვარიანტი – ფეხბურთელი "პსვ-დან"

"MilanNews-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანისთვის" ახალი ვარიანტი გამოიკვეთა, "პსვ-ს" ნახევარმცველის, იბრაჰიმ სანგარეს, სახით.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, კოტ დ'იუვარელი ფეხბურთელის აგენტმა მოთამაშე "როსონერის" შესთავაზა. 

როგორც ცნობილია, მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმის სახელმა ევროპაში რამდენიმე კლუბთან ერთად გაიჟღერა.

თუმცაღა, ჟურნალისტ ანტონიო ვიტიელოს ცნობით, შესაძლოა, პოტენციურ მოლაპარაკებაში ვარიანტად იჯარა გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით ჩაირთოს, თუ ეინდჰოვენური კლუბი თანახმა იქნება ამაზე.

1 დღის წინ
593 / 2
საშკა ცხოვრებაშვილი
user
wwooww https://h35.liveball.cc/match/922138 tamashis linki
user
wwooww Tamashis linki dade admin tu shegidzlia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები