"მილანის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტომასო პობეგამ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"მინდა ჩემი თამაშის ხარისხი გავიუმჯობესო. ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი. გასულ წელს გამიმართლა, როცა "ტორინოში" გადავედი, სადაც კარგი გარემო და მწვრთნელი დამხვდა, რომელმაც თავდაჯერება მომცა და განმიმტკიცა ჩემი სერია ა-ში ასპარეზობა.
ეროვნულ ნაკრებში თამაში ყოველთვის ემოციურია. გერმანიის წინააღმდეგ ასპარეზობა შესანიშნავი გახლდათ. იტალიის მაისურით ყოფნა რთულად ასახსნელი ემოციაა და ამ გუნდთან ერთად მიზნები მაქვს.
გასულ წელს, იჯარით "ტორინოში" გადაბარგებამდე, სტეფანო პიოლის ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მექნებოდა შესაძლებლობა, გავზრდილიყავი და მემუშავა, რათა დავბრუნებულიყავი.
პიოლი მაგარი მწვრთნელია. განსავითარებლად მისი მითითებები უნდა გავითვალისწინო."