მალდინისა და ნდიკას შორის ვიდეოსაუბარი შედგა – როგორია მისი ტრანსფერის შანსი?

მალდინისა და ნდიკას შორის ვიდეოსაუბარი შედგა – როგორია მისი ტრანსფერის შანსი?

სანდო და გავლენიანი გერმანული გამოცემის, "Bild-ის", მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაოლო მალდინისა და "აინტრახტის" ფეხბურთელ ნდიკას შორის ვიდეოსაუბარი შედგა.

ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, ჯერჯერობით 22 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით "როსონერის" "აინტრახტისთვის" არ მიუმართავს.

თავის მხრივ, ფრანკფურტული კლუბი ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელშეკრულება გერმანელებთან 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

როგორც "Sport1-ის" ჟურნალისტმა კრისტოფერ მიშელმა დაწერა "ტვიტერზე", ნდიკას "მილანში" გადმობარგების შანსი მცირე არ არის.

მისი პროფილი აშკარად ერგება "შავ-წითლების" კრიტერიუმებს – მარცხენა ფეხით მოთამაშეა და მარცხენა მცველად ასპარეზობაც შეუძლია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

2 დღის წინ
559 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები