"Calciomercato-ს" ცნობით, მას შემდეგ, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, პაოლო მალდინი და რიკი მასარა ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებაზე კონცენტრირდებიან.
ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, თვალთახედვის არეალში ისმაელ ბენასერს მოიქცევს, რომელსაც მილანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
სტეფანო პიოლისთვის ალჟირელი ფეხბურთელი შეუცვლელი ფიგურაა. თავის მხრივ, მოლაპარაკება დაწყებულია, თუმცაღა შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის აცდენაა.
ლომბარდიული გრანდი ისმაელს წლიური ანაზღაურების 1.7-დან 3 მილიონ ევრომდე გაზრდას სთავაზობს, ხოლო ბენასერს კი 4 მილიონი ევრო უნდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.