"The Athletic-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანმა" "ასტონ ვილას" ჩუკვუემეკასთან დაკავშირებით შეთავაზებით მიმართა.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, "როსონერის" ხელმძღვანელობა თანახმა იყო, 19 წლის ცენტრალურ ნახევარმცველში 3.5 მილიონი ევრო გადაეხადა.
თუმცაღა, ლომბარდიული გრანდი არასდროს მიახლოვებია "ჩელსის" შეთავაზებას, ლონდონური კლუბის მფლობელმა აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სწრაფად იმოქმედა იმის შიშით, რომ კონკურენციაში "მილანს" ან კიდევ ერთ მსურველ "ბარსელონას" არ ესარგებლა სიტუაციით.
საბოლოოდ, "არისტოკრატებმა" ინგლისელი ფეხბურთელი "ასტონ ვილადან" 17.9 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.