Tuttomercato-ს ინფორმაციით, "მილანის" ნახევარმცველის ტიემუ ბაკაიოკოს მიმართ ინტერესს თურქული "გალათასარაი" იჩენს და არ არის გამორიცხული, რომ ფრანგმა "როსონერის" რიგები დატოვოს.
ბაკაიოკო "მილანს" გასული ზაფხულის პერიოდში "ჩელსიდან", 2-წლიანი არენდით შეუერთდა, თუმცა მან პიოლის გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.
წყაროს ცნობით, "მილანი" ბაკაიოკოს იჯარის ნაადრევად გაწყვეტის წინააღმდეგი არ არის და თუ ფეხბურთელი თურქეთში თამაშს დათანხმდება, იტალიის ჩემპიონები ტრანსფერის განხორციელებას ხელს არ შეუშლიან.