როგორც "SportMediaset-ი" იტყობინება, "მილანის" სატრანსფერო გეგმა დარჩენილ დროში გარკვეულწილად შეიცვალა.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ლომბარდიულმა გრანდმა ცენტრალური ნახევარმცველი საერთოდ არ გაიფორმოს.
"როსონერის" უკვე ჰყავს ისმაელ ბენასერი, სანდრო ტონალი, ტომასო პობეგა, რადე კრუნიჩი და ტიემუ ბაკაიოკო.
არის შანსი, რომ ტიემუ მილანური კლუბიდან აბარგდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, იზრუნებენ, ეჭვგარეშედ, პაოლო მალდინი და რიკი მასარა ნახევარმცველის მოყვანაზე.