"მილანს" "ვიჩენსასთან" მატჩში მოთამაშე უბრუნდება

"მილანს" "ვიჩენსასთან" მატჩში მოთამაშე უბრუნდება

"La Gazzetta dello Sport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანს" 23 წლის ნახევარმცველი ტომასო პობეგა უბრუნდება ტრავმის შემდეგ. 

როგორც მოგეხსენებათ, მას მუხლის პრობლემა აწუხებდა, ახლა კი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, იტალიელი ფეხბურთელი "როსონერის" დახმარებას "ვიჩენსასთან" შეხვედრაში შეძლებს.

სტეფანო პიოლის ფორმაციაში ტომასო ისმაელ ბენასერისა და სანდრო ტონალის უკან მოიაზრება მანამ, სანამ ფრენკ კესის შემცვლელი მოიძებნება.

ცნობისათვის, გეტყვით, რომ "ვიჩენსასა" და "მილანის" დაპირისპირება 6 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათიდან, გაიმართება.

3 დღის წინ
530 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები