ბენასერით სამი ინგლისური კლუბი ინტერესდება

ბენასერით სამი ინგლისური კლუბი ინტერესდება

"Sempremilan-ზე" დაყრდნობით, "მილანის" ნახევარმცველით, ისმაელ ბენასერით, "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" ინტერესდება.

თავის მხრივ, "როსონერის" ალჟირელი ფეხბურთელის, რომლის კონტრაქტიც 2024 წელს იწურება, გაყიდვა არ უნდა. 

ლომბარდიული გრანდის სურვილია, ისმაელს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს, გამოსასყიდი თანხა 50-დან 100 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, წლიური ანაზღაურებაც გაუუმჯობესოს.

ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, სამივე ინგლისური კლუბი ჩასაფრებულია და ელოდება ბენასერსა და "მილანს" შორის ვერშეთანხმებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

3 დღის წინ
464 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები