კეტელაერეს საგა დასრულდა – "მილანის" ახალი საფიქრალი

კეტელაერეს საგა დასრულდა – "მილანის" ახალი საფიქრალი

ახლა უკვე, როცა ჩარლზ დე კეტელაერეს საგა დასრულდა და "მილანს" შეუერთდა იგი, "როსონერი" დაცვის გაძლიერებას ეცდება.

"Calciomercato-ზე" დაყრდნობით, აბდუ დიალო "როსონერისთვის" პირველ სამიზნედ რჩება კვლავ და კვლავ. ის მარცხენა ფეხით მოთამაშეა და საჭიროების შემთხვევაში მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

თუმცაღა, "პარი სენ-ჟერმენს" ჯერ კიდევ არ გაუხსნია კარი ლომბარდიული გრანდისთვის აბდუს იჯარასთან დაკავშირებით, თან იგი მაღალ ანაზღაურებასაც იღებს.

მეორე მხრივ, "მილანის" წარმომადგენლებსა და ჯაფეტ ტანგანგას აგენტს შორის კონტაქტი შედგა, ზემოხსენებული წყაროს ცნობით. ინგლისური კლუბი თანახმაა იჯარაზე, მაგრამ – გამოსყიდვის ვალდებულებით.

4 დღის წინ
494 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები