"მილანის" სამიზნე ფრანგულ გრანდში გადადის – ვერშემდგარი ტრანსფერი

"მილანის" სამიზნე ფრანგულ გრანდში გადადის – ვერშემდგარი ტრანსფერი

სანდო და გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" სამიზნე რენატო სანჩესი "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას უახლოვდება.

ფაბრიციოს ცნობით, "პსჟ-სა" და "ლილს" შორის 15-მილიონიანი შეთანხმება თითქმის შემდგარია. პორტუგალიელის პირადი კონტრაქტის საკითხიც მოგვარებულია.

მიუხედავად იმისა, რომ კიდევ დარჩა დეტალები გასავლელი მხარეებს შორის, ფაქტობრივად, არ არსებობს შანსი იმისა, რომ რენატოს "მილანური" ტრანსფერი შედგეს.

ამრიგად, "როსონერის" ალტერნატივაზე მოუწევს გადართვა, რომელიც "ტოტენჰემ ჰოთსპურის" პაპე მატარ სარი გახლავთ. 

4 დღის წინ
562 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები