მოგეხსენებათ, "მილანმა" ჩარლზ დე კეტელაერე გაიფორმა, რასაც დიდი ინვესტიცია დასჭირდა. ბუნებრივია, პაოლო მალდინი და რიკი მასარა დარჩენილი ბიუჯეტის რაციონალურად გამოყენებაზე იზრუნებენ.
როგორც ცნობილია, ლომბარდიულ გრანდში გასაძლიერებელია ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის პოზიციები.
"MilanNews-ის" ინფორმაციით, "როსონერის" ტრანსფერებისთვის კიდევ ამ ფანჯარაზე მხოლოდ და მხოლოდ 8-9 მილიონის დახარჯვა შეეძლება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთა იჯარით მოყვანაზე უნდა იმუშაოს.