"მილანის" ინტერესის ადრესატი შეიცვალა – ვინ შეიძლება, შეცვალოს კესი?

"მილანის" ინტერესის ადრესატი შეიცვალა – ვინ შეიძლება, შეცვალოს კესი?

"La Gazzetta dello Sport-ის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ინტერესის ადრესატი შეიცვალა. ახლა "როსონერი" კესის შემცვლელის პოზიციაზე სხვა მოთამაშეს განიხილავს.

ზემოხსენებულ წყაროზე დაყრდნობით, საუბარია "ტოტენჰემ ჰოთსპურის" პაპე მატარ სართან დაკავშირებით.

19 წლის ფეხბურთელი ინგლისურმა კლუბმა გასულ ზაფხულს "მეციდან" გაიფორმა, იგი "მილანის" თვალთახედვის არეალშია მოქცეული ამჟამად.

მოგეხსენებათ, აქამდე "შავ-წითლების" ხელმძღვანელობა რენატო სანჩესისა და კარნი ჩუკვუემეკას კანდიდატურებს განიხილავდა, რომელთა ტრანსფერის ალბათობაც საგრძნობლად შემცირდა.

4 დღის წინ
630 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები