როგორც "Calciomercato" იტყობინება, პაოლო მალდინი და რიკი მასარა ჩარლზ დე კეტელაერესთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ახალი ტრანსფერის გაჩარხვას ეცდებიან.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საუბარია ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციასთან დაკავშირებით.
ლომბარდიული გრანდის პრიორიტეტული სამიზნე კი ამ პოზიციაზე რენატო სანჩესია, მის აგენტ ჟორჟე მენდეშთან შეხვედრა უკვე ჩანიშნულია.
"როსონერისა" და "ლილს" პორტუგალიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით 15-მილიონიანი შეთანხმება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში "პარი სენ-ჟერმენიცაა".
მეორე მხრივ, მალდინი-მასარას დუეტი სანჩესის ალტერნატივად "ასტონ ვილას" კარნი ჩუკვუემეკას განიხილავს.