კეტელაერის ტრანსფერის შეფერხების შემდეგ "მილანმა" გეგმა B-ზე მუშაობა დაიწყო

კეტელაერის ტრანსფერის შეფერხების შემდეგ "მილანმა" გეგმა B-ზე მუშაობა დაიწყო

"ბრიუგესთან" შარლ დე კეტელაერის ტრანსფერზე გამართული კიდევ ერთი მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების შემდეგ "მილანი" გეგმა B-ს განხორციელებას შეუდგა.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მალდინი-მასარას დუეტმა "ჩელსისთან"  ჰაკიმ ზიეჩის საკითხზე მოლაპარაკებების განახლების მზაობა გამოთქვა.

თავის მხრივ, არც ლონდონელები არიან მაროკოელი შემტევის გაყიდვის წინააღმდეგნი და მას ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად, დაახლოებით 10 მილიონ გირვანქად თმობენ.

"Si & Dan Talk Chelsea"-ს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი ბოლო რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლურჯების" რიგებს დატოვებს, ტრანსფერის მთავარი მსურველი კი "მილანია".

აგრეთვე იხილეთ:

"ჩელსიმ" ზიეიჩის ფასი შეამცირა

2 თვის წინ
642 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო