მემფის დეპაი ფასდაკლებით, - საქმეში "მილანის" სახელიც ფიგურირებს?!

მემფის დეპაი ფასდაკლებით, -  საქმეში "მილანის" სახელიც ფიგურირებს?!

"Football Espana"-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" თავდამსხმელი მემფის დეპაი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა, "მილანში" გადავიდეს. მოგეხსენებათ, "როსონერი" ჰოლანდიელის ტრანსფერით მაშინაც იყო დაინტერესებული, როცა ის "ლიონის" რიგებში თამაშობდა.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც "ბლაუგრანაში" რობერტ ლევანდოვსკი და რაფინია მივიდნენ, დეპაის სათამაშო დრო სავარაუდოდ მკვეთრად შეუმცირდება. ამ ფაქტორის გამო, კატალონიურმა კლუბმა 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა და მზად არის მისი საბაზრო ღირებულების (35 მლნ. ევრო) ნახევრად შეელიოს (დაახლოებით 20 მილიონ ევროდ).

დეპაი "ბარსელონას" ფეხბურთელი 2021 წლის ზაფხულში გახდა და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე გააფორმა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე ლა ლიგაში 28 თამაშში 12 გატანილი გოლია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპაის ტრანსფერზე ინტერესს ტურინის "იუვენტუსიც" გამოთქვამს.

2 თვის წინ
815 / 1
ROSSONERO
user
American Yvela magar pexburtels juve da unteri imatebs, ra done sastavi yavs juves da depay-c juves miyavs, ijekit milanis menejment0 exla da exvecet kastileroebs!! 


loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო