ტომორი: "მილანი" ტიტულს დაიცავს"

ტომორი: "მილანი" ტიტულს დაიცავს"

"მილანის" ბრიტანელმა მცველმა, ფიკაიო ტომორიმ La Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"პირველი ვიყავი ვინც თქვა, რომ სკუდეტოს მოვიგებდით? დიახ, ვიცოდი, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვეძლო. მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ კიდეც.

"სასუოლოს" კარში გატანილი პირველი გოლის შემდეგ ერთმანეთს ვუთხარით, რომ უნდა გაგვეგრძელებინა და მას შემდეგ, რაც ფრანკ კესიმ კარი მესამედ აიღო მივხვდით, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ჩემპიონობის სიხარული ჯერ არ გაგვნელებია, თუმცა როგორც სხვები ჩვენც 0 ქულით ვიწყებთ და არა 86-ით. ყველა ეცდება ჩვენს დამარცხებას, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყველა ფიქრობს, რომ ფავორიტები "ინტერი" და "იუვენტუსი" არია, "მილანი" კი მხოლოდ მესამეა. გასულ სეზონშიც ასე იყო, მაგრამ შეხედეთ რა მოხდა.

გვაქვს საკმარისი თავდაჯერებულობა და კონცენტრირებულები ვართ, მართალია გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია, მაგრამ მოგება შეგვიძლია.

ლუკაკუს დაბრუნება? "მილანში" პირველი მატჩი მის წინააღმდეგ გავმართე, იმ დღიდან მის მიმართ პატივისცემას ვგრძნობ და არა შიშსს. ის ძლიერია, "ინტერი" ძლიერია, მაგრამ ჩვენი ძალების ჩვენც გვწამს. დერბი განსაკუთრებული იქნება.

"მილანის" ახალწვეულები? ორიგი ძლიერი და სწრაფია, მას გოლების გატანა შეუძლია. ადლი ძალიან ნიჭიერია, სწორად მოძრაობს და კარგად ურტყამს. მხოლოდ ჩვენთან შეთამაშება სჭირდება.

მენიო? უუუფ, ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მას მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ყოველთვის ყველას მითითებებს აძლევს. ის დიდებული მეკარეა და მიხარია, რო ჩვენთან არის.

იბრა? ის უბრალოდ დიდებულია, როდესაც მოედანზე არ არის, მაინც ყველას მისი ხმა გვესმის. როცა გასახდელში მისნაირი მოთამაშეა, ყველას განწყობა და შემართება მაღლდება.

მილანი? დიდებული ქალაქია, არ ყველაფერი მომწონს. მიყვარს ხალხი და ვნება, რომელიც "სან სიროზე" ყოფნისას იგრძნობა. მე მშვიდი ბიჭი ვარ, ნელი და იტალიაც ასეთია. მილანში ცხოვრება ლონდონზე გაცილებით დაბალი ტემპით მიდის და ეს ძალიან მომწონს".

2 თვის წინ
496 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო