შეხვედრა დასრულდა - შეთანხმება ვერ შედგა

შეხვედრა დასრულდა - შეთანხმება ვერ შედგა

შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში "მილანისა" და "ბრუგეს" წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა საათ-ნახევრის შემდეგ დასრულდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას კიდევ ვერ მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერი" შარლ დე კეტელაერის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს + 3 მილიონიან მარტივ ბონუსებს და შემდეგში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში გარკვეულ პროცენტს სთავაზობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბელგიელებისთვის არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს "მილანი" და გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები აღნიშნული ტრანსფერის თაობაზე.

2 თვის წინ
1258 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო