ფლორენცი "მილანის" გეგმებზე: "გასული წლის შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ"

ფლორენცი "მილანის" გეგმებზე: "გასული წლის შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ"

ალესანდრო ფლორენციმ Sky Sport Italia-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:


"რომა"  სინანულის გრძნობით დავტოვე, "მილანში" ტრანსფერმა გამაბედნიერა,  ახლა ახალი გამოწვევა მელოდება და მინდა, რომ "როსონერის" ჩემი მაქსიმუმი მივცე.

სერია ა-ში  გუნდები საგრძნობლად გაძლიერდნენ. გასულ წელს ჩემპიონობა დიდი ბრძოლის შემდეგ მოვიპოვეთ და მარტივი არც მომდევნო სეზონი იქნება. ტიტულის დასაცავად ყველა მაქსიმუმს გავიღებთ.

შესაძლოა გასულ სეზონში ფურცელზე ყველაზე ძლიერები არ ვიყავით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ყოველთვის ვერ იმარჯვებს.

ჩემპიონთა ლიგაზე  გასული წლის შედეგის გაუმჯობესება გვსურს - მინიმუმ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ.

ორიჯი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ჩვენ შეტევაში სამი შესანიშნავი ფორვარდი გვყავს, რომლებიც თავიანთ სიტყვას აუცილებლად იტყვიან.

ადლის დრო უნდა მივცეთ, რომ მუშაობა გააგრძელოს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, იასინს შესანიშნავი მახასიათებლები აქვს. ის გუნდს კარგად მოერგო და დარწმუნებული ვარ, რომ ადაპტაციისთვის ბევრი დრო არ დასჭირდება".

 

2 თვის წინ
682 / 3
Ibra
user
Ალექსი Თუ კარგი ტრანსფერი არ იქნება ვერაფერს ვიზავთ. Ეხლა დაიწერა ფირმინოს და ვერნერს უნდათ წასვლა და ჩვენ რო მოვიყვანოთ კარგი იქნება ორივე უნივერსალია და მგონია რომ კარგად მოერგებიან მილანს 
user
Tonal123 Ალექსი Aradzma verdagetanxmebi arc firmino da arc verneri ar mouxdeba milans . milans schirdeba marjvena vingeri centraluri mcveli 2 kargi naxevarmcveli da axalgazrda tavdamsxmeli . tavdamsxmeli zamtarshi ikos manamde es poziciebi sheavson da gundi iqneba stabiluri tan shevdzlebt ro nalubois vechidavot . is fexburtelebi romlebic sharshan kargebi ikvnen wels bevrad dzlierebi iqnebian .
user
Ალექსი Ალექსი Ჩვენ არ გვყავს შემტევი ვისაც სირბილი შეუძლია ლეაოს გარდა და ეგაც 5 წუთიანია და მერე იღლება, ამათ კიდევ Ორივეს შეუძლიათ კარგად სირბილი და ბურთის დაჭერა, დღევანდელი ფეხბურთი სისწრაფეზეა აწყობილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო