"უნაკლო" შეთავაზება "ბრიუგეს" და მოსალოდნელი სცენარი ზიეჩის ტრანსფერზე

"უნაკლო" შეთავაზება "ბრიუგეს" და მოსალოდნელი სცენარი ზიეჩის ტრანსფერზე

იტალიურ მედიაში ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, "მილანმა" "ბრიუგეს" შარლ დე კეტელაერის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 33 მილიონი ევრო შესთავაზა, გარდა ამისა, "როსონერი" მზადაა, ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში, ბელგიურ კლუბს საერთო თანხის 10% დაუთმოს.

21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბრიუგეს" ბოლო მოთხოვნა 35 მილიონი ევრო იყო, იტალიური გრანდის მიერ გაკეთებული შეთავაზება კი ამ რიცხვთან საკმაოდ ახლოა და მოსალოდნელია, რომ მხარეები ტრანსფერის დახურვაზე ძალიან მალე უნდა შეთანხმდნონ.

"SportItalia"-ს ინფორმაციით, თუ "მილანი" ბელგიელებისგან დადებით  პასუხს მიიღებს,  ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერზე მუშაობას აღარ განაახლებს.

მალდინი-მასარას დუეტის ხელთარსებული სატრანსფერო ბიუჯეტი ორივე მათგანის გაფორმების საშუალებას არ იძლევა, რადგან "ჩელსის" მოროკოელის სანაცვლოდ ფულის მიღება დაუყოვნებლივ სურს, ამიტომ "მილანს" არჩევანის გაკეთება უწევს და მათი პრიორიტეტი ბელგიელი ტალანტი გახლავთ.

აგრეთვე იხილეთ:

მალდინი და მასარა "კასა მილანში" დაბრუნდნენ, მიზეზი ტრანსფერია

"პსჟ" რენატუ სანჩესთან შეთანხმდა

"ლიდსი" ბრძოლას გამოეთიშა, კეტელაერის დედა მილანში სახლს ეძებს

2 თვის წინ
1204 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო