"პსჟ" რენატუ სანჩესთან შეთანხმდა, "მილანის" შანსები 0-ს უახლოვდება

"პსჟ" რენატუ სანჩესთან შეთანხმდა, "მილანის" შანსები 0-ს უახლოვდება

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ლილის" ნახევარმცველმა  რენატუ სანჩესმა "პსჟ"-სთან წინასწარი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რაც ფეხბურთელის "მილანში" შესაძლო გადაბარგების შანსებს 0-მდე ამცირებს.

როგორც გაირკვა, პარიზულ გუნდში პორტუგალიელის წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო და დამატებითი ბონუსები იქნება. ეს კი "როსონერის" მიერ გაკეთებულ შეთავაზებას ბევრად აღემატება.

ახლა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობამ "ლილთან" უნდა მიაღწიოს კომპრომისს, ეს კი უკვე ფეხბურთელის და მისი აგენტის ინტერესებშიცაა, რაც ტრანსფერის შანსებს ერთიორად ზრდის.

აგრეთვე იხილეთ:

მალდინი და მასარა "კასა მილანში" დაბრუნდნენ, მიზეზი ტრანსფერია

"უნაკლო" შეთავაზება "ბრიუგეს" და მოსალოდნელი სცენარი ზიეჩის ტრანსფერზე

2 თვის წინ
772 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო