ნესტა: "ინტერი" ფავორიტია, "მილანი" ვალდებულია ეს გააკეთოს"

ნესტა: "ინტერი" ფავორიტია, "მილანი" ვალდებულია ეს გააკეთოს"

"მილანის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო ნესტამ აპენინურ მედიასთან ინტერვიუში სერია A-ს ფავორიტად "ინტერი" დაასახელა, "როსონერის" კი სატრანსფერო ფანჯარაზე მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ "მილანმა" გასულ წლებში ძლიერი საძირკველი შექმნა, მათ განვითარებისთვის ტრანსფერები სჭირდებათ. ისინი ვალდებულები არიან გააქტიურდნონ, რადგან ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმაზე მეტად რთული იქნება, ვიდრე გასულ სეზონში".

"იბრაჰიმოვიჩის მსგავსი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა როგორც სპორტული, ასევე მენტალური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ტრავმის გამო მას დიდი სათამაშო დრო არ ექნება, თუმცა ვფიქრობ, რომ შვედთან კონტრაქტის გახანგრძლივება სწორი ნაბიჯი იყო".

"ასეთი დანახარჯების შემდეგ, "იუვენტუსმა" რაღაც უნდა მოიგოს, მინიმუმ - სკუდეტო. ამ კლუბში ის იჩაგრება, ვინც მთავარი მწვრთნელის პოსტს თანხმდება. სარიმ არ გაამართლა, პირლო გამოუცდელი გახლდათ, ალეგრი დაბრუნდა და ვერაფერი მოიგო. აღარ ვისურვებდი, რომ მწვრთნელის პოზიცია პრობლემური იყოს".

"ინტერი"? ვფიქრობ, რომ ლუკაკუსთან ერთად, "ნერაძური" სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია. ბელგიელს ნერაძურის რიგებში ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია", - ციტირებს ნესტას სიტყვებს "La Gazzetta dello Sport".

2 თვის წინ
883 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო