"მილანში" დაცვის გაძლიერების კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავენ

"მილანში" დაცვის გაძლიერების კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავენ

როგორც ჩანს, "RedBird"-ის მესვეურებმა, "მილანის" შესყიდვის შემდეგ, საოპერაციო ვალდებულებები დაასრულეს და პაოლო მალდინისა და რიკი მასარას დუეტთან სატრანსფერო სტრატეგიებიც დაალაგეს. ამაზე ბოლო დროს "როსონერის" ირგვლივ განვითარებული სატრანსფერო ვარიანტების სიმრავლეც მეტყველებს.

ამჯერად იტალიურ გრანდს ცენტრალური დაცვის გაძლიერებისთვის კიდევ ერთი სახელი დაუკავშირეს. "il Messaggero"-ს ინფორმაციით, "მილანში" "რომას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, როჯერ იბანესის ტრანსფერზეც იმუშავებენ.

წყაროს ცნობით, "ჯალაროსი" გუნდის 23 წლის მცველის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ მსურველი მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში "მილანს" ცენტრალური დაცვის გაძლიერების ორი ვარიანტი დაუკავშირეს: "ტოტენჰემიდან" იაფეტ ტანგანგა და "აინტრახტდან" ევან ნდიკა.

2 თვის წინ
781 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო