მალდინი და მასარა "სასუოლოს" წარმომადგენლებს შეხვდებიან

მალდინი და მასარა "სასუოლოს" წარმომადგენლებს შეხვდებიან

"Corriere dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსისთან" ჰაკიმ ზიეჩის ტრანსფერთან დაკავშირებით შეფერხებულ მოლაპარაკებების შემდეგ, "მილანის" ხელმძღვანელები ალტერნატივებზეც იწყებენ მუშაობას.

გუნდში ყველა თანხმდება, რომ შემადგენლობას მარჯვენა ვინგერის პოზიციის გაძლიერება სჭირდება, ამიტომ ზიეჩის ვარიანტის ჩავარდნის შემთხვევაში, "როსონერი" იტალიის ნაკრების შემტევის, დომენიკო ბერარდის გადაბირებას ეცდება.

წყაროს ცნობით, მალდინი და მასარა მიმდინარე კვირაში "სასუოლოს" დირექტორებს შეხვდებიან და პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებენ.

ცნობისთვის, 27 წლის იტალიელმა გასულ სეზონში 33 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გაფორმება მილანურ გრანდს დაახლოებით 30-35 მილიონი ევრო დაუჯდება.

2 თვის წინ
936 / 1
ROSSONERO
user
American Მოიყვანეეეეეეეეეეეეეეეეეეთ
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო