მალდინი და მასარა "კასა მილანში" დაბრუნდნენ, მიზეზი ტრანსფერია

მალდინი და მასარა "კასა მილანში" დაბრუნდნენ, მიზეზი ტრანსფერია

"MilanNews"-ის ინფორმაციით, კლუბის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი დირიჟორები, პაოლო მალდინი და რიკი მასარა ცოტა ხნის წინ "კასა მილანში" დაბრუნდნენ, რათა შარლ დე კეტელაერის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო ნაბიჯები გადადგან.

მოგეხსენებათ, ამჟამად "როსონერი" სრული შემადგენლობით ავსტრიაში იმყოფება და წინასასეზონო მომზადებებს განაგრძობს. მათთან ერთად იმყოფებოდა მალდინი-მასარას დუეტიც, თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, ისინი ნაადრევად გამოაკლდნენ გუნდს და შესაძლოა ამის მიზეზი კეტელარის დახვედრაც იყოს.

წყაროს ცნობით, 21 წლის ფეხბურთელის ლომბარდიურ გრანდში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მას შემდეგ, რაც "ბრიუგესთან" ბონუსების საკითხი მოგვარდება, ის იტალიაში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "მილანის" ფეხბურთელი გახდება.

აგრეთვე იხილეთ:

"ლიდსი" ბრძოლას გამოეთიშა, კეტელაერის დედა მილანში სახლს ეძებს

მალდინი და მასარა "სასუოლოს" წარმომადგენლებს შეხვდებიან

2 თვის წინ
970 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო