"ლიდსი" ბრძოლას გამოეთიშა, კეტელაერის დედა მილანში სახლს ეძებს

"ლიდსი" ბრძოლას გამოეთიშა, კეტელაერის დედა მილანში სახლს ეძებს

ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ამ მომენტისთვის "მილანის" მთავარი სამიზნის, შარლ დე კეტელაერის დედა მილანში გადასვლისთვის ემზადება და ლომბარდიის დედაქალაქში სახლს ეძებს.

იტალიელი ჟურნალისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით "როსონერისა" და "ბრიუგეს"  შორის გარკვეული ფინანსური საკითხები გადასაჭრელია, თავად ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ კარიერას "მილანის" რიგებში გააგრძელებს.

"მილანს" ამ მომენტისთვის დე კეტელაერის ტრანსფერში კონკურენტი აღარ ჰყავს, რადგან "ლიდსი" სხვა ვარიანტებზე გადაერთო, ამიტომ ადრე თუ გვიან ბელგიელებს დათმობაზე წასვლა და ფეხბურთელის იტალიაში გაშვება მოუწევთ.

აგრეთვე იხილეთ:

"მილანმა" "ბრიუგეს" ულტიმატუმი წაუყენა

ვინ არის ფეხბურთელი, რომელიც "მილანის" მთავარ სამიზნედ გამოიკვეთა (ვიდეო)

2 თვის წინ
795 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო