კაპელო: "ტრანსფერები? მალდინიმ და მასარამ სწორი სტრატეგია აირჩიეს"

კაპელო: "ტრანსფერები? მალდინიმ და მასარამ სწორი სტრატეგია აირჩიეს"

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "მილანის" სატრანსფერო საქმიანობა შეაფასა და მალდინი-მასარას დუეტს სტრატეგია შეუქო.

"როსონერის" პასიურობა სატრანსფერო ფანჯარაზე? ვფიქრობ, რომ მალდინიმ და მასარამ სწორი სტრატეგია აირჩიეს. მათ შეეძლოთ გუნდში ბევრი საშუალო დონის ფეხბურთელი მიეყვანათ, მაგრამ მათ აქცენტი ხარისხზე გააკეთეს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. ტეოს, ტომორის, კალულუს, მენიოს და სხვების ტრანსფერები აჩვენებს, რომ მათ მომავლის კარგი ხედვა აქვთ".

"ერთადერთი პოზიცია, რომელზეც ვფიქრობ, რომ "მილანს" გაძლიერება სჭირდება, ეს შეტევაა. ჟირუმ ჩემი დარწმუნება ვერ მოახერხა, ორიგი კი გარკვეულწილად გაძლიერებაა, რომელმაც "ლივერპულში" არაერთი კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ მისი ფიზიკური პრობლემები გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს", - ამბობს კაპელო.

2 თვის წინ
862 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო