გატუზო: "იცი რა არის ჩვენ შორის სხვაობა? მე ათენში წავალ, ის - ვერა"

ჯენარო გატუზომ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გაიხსენა, როცა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში მისი "მილანი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უპირისპირდებოდა.

"მოედანზე მოსათელად გავედი და გავიგონე სტადიონის დამაყრუებელი ხმაური. იმ მომენტში გავაანალიზე, რომ "მანჩესტერის" წინააღმდეგ შეიძლებოდა გვეთამაშა 10-ჯერ და აქედან 9 წაგვეგო, მაგრამ არა ეს მატჩი".

"20 წუტის შემდეგ, კრისტიანს შევხედე, ბიჭუნას რომელიც ბურთს გვაწვდიდა და ბანერზე იჯდა. ის გაფართოებული თვალებით შესცქეროდა კრიშტიანუ რონალდუს. მივედი მასთან და ვკითხე: კრის, რა გჭირს? რას მიაშტერდი? - მან გაოცებული სახით შემომხედა და მეუბნება: ხედავ რას აკეთებს რონალდუ ბურთთან ერთად? ხედავ რამდენად ძლიერია? - შევხედე და პასუხი გავეცი: კი კრის, ვხედავ, მაგრამ მას ისევე აქვს 2 ფეხი, როგორც მე, აქვს 2 ხელი, როგორც მე, ისიც ჩემსავით ფეხბურთელია, თუმცა შედარებით მაღალი და უფრო სიმპატიური, მაგრამ იცი რა არის ჩვენ შორის სხვაობა? მე ათენში წავალ და ის ვერა", - იხსენებს "მილანის" "მამაცი გული".

2 თვის წინ
1180 / 2
ROSSONERO
user
HARRY ათენში წავალო, რას ნიშნავს?
user
ROSSONERO HARRY ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2007 წელს ათენში გაიმართა
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო