"მილანმა" "ბრიუგეს" ულტიმატუმი წაუყენა

"მილანმა" "ბრიუგეს" ულტიმატუმი წაუყენა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანმა" "ბრიუგეს" აცნობა, რომ შარლ დე კეტელაერის სანაცვლოდ ახლანდელი წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებს.

"როსონერი" საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ საღამომდე ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეწყდება.

"მილანის" საბოლოო წინადადების მიხედვით ბრიუგე ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება, თუმცა ბელგიელები გარანტირებულ 35 მილიონს ითხოვენ და ჯერჯერობით უკან დახევას არ აპირებენ.

ფეხბურთელის აგენტი "ბრიუგეს" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, რომ ისინი "მილანის" წინადადების მიღებაში დაარწმუნონ.

2 თვის წინ
939 / 1
Ibra
user
American Anu es kastilebi girs 35 da kvara 10? Mogityant transfermarket 
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო