logo

ტიტე: "პაკეტას შეუძლია დე ბრუინის დონეს მიაღწიოს"

ტიტე: "პაკეტას შეუძლია დე ბრუინის დონეს მიაღწიოს"

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე მიიჩნევს, რომ მის გუნდს კევინ დე ბრუინის სტილის ნახევარმცველი აკლია, თუმცა გამოცდილი სპეციალისტი "მილანის" ფეხბურთელ ლუკას პაკეტასა და "ლიონის" ახალწვეულ ბრუნო გიმარაეშს იმედიანად უყურებს.

"ამ მომენტში ჩვენ გვაკლია ისეთი ნახევარმცველი, როგორიც დე ბრუინია. ჩვენ შეგვიძლია საყრდენ ზონაში კაზემირო დაგვეხმაროს და წინ უფრო მეტ კრეატივს მივმაროთ. ბრუნო გიმარაეშმა ცოტა ხნის წინ კონტრაქტი "ლიონთან გააფორმა და შეუძლია დე ბრუინის ტიპის ნახევარმცველი გახდეს, ისევე როგორც პაკეტას" - განაცხადა ტიტემ.

შეგახსენებთ, რომ ლუკას პაკეტას ბრაზილიის ნაკრებში 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო "მილანის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.

6 თვის წინ
1006 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 136
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ