პოლიციამ მილანის ცენტრში ბაკაიოკო დააკავა და გაჩხრიკა (ვიდეო)

"მილანის" ნახევარმცველი  ტემუე ბაკაიოკო, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, ქალაქის ცენტრში შუა გზაზე გააჩერეს.

ფრანგის ავტომობილი სამმა სამართალდამცველმა გააჩერა. სანამ ბაკაიოკოს ჩხრეკდნენ, ქალმა პოლიციელმა 27 წლის ფეხბურთელის მანქანაში მჯდომ მგზავრს იარაღი დაუმიზნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა თავის კოლეგას აცნობა, რომ მათ არა ეჭვმიტანილი, არამედ "მილანის" ფეხბურთელი დააკავეს, რის გამოც იგი შოკში ჩავარდა.

მოგეხსენებათ, ბაკაიოკო "როსონერიში" 2021 წლის აგვისტოდან ირიცხება. მისი კონტრაქტი "ჩელსის" ეკუთვნის, იტალიურ გრანდში კი 2-წლიანი იჯარით თამაშობს, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

2 კვირის წინ
541 / 0
ROSSONERO
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები