ვინ შეცვლის კესის? - სამი კანდიდატი

ვინ შეცვლის კესის? - სამი კანდიდატი

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "მილანს" ფრანკ კესის შემცვლელად სამი პოტენციური სამიზნე ჰყავს.

პრიორიტეტად "ლილის" ნახევარმცველი რენატუ სანჩესი განიხილება, მაგრამ საქმეში "პსჟ-ს" ჩართვის შემდეგ, "მილანის" შანსები საგრძნობლად შემცირდა.

თუ სანჩესი პარიზულ კლუბს შეუერთდება, "როსონერის" სხვა სამიზნეზე მოუწევს გადართვა, რომელიც "ასტონ ვილას" ფეხბურთელი დუგლას ლუისია. ფეხბურთელს მიმდინარე კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ლომბარდიელებს მისი გაფორმება  25-30 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებათ.

მესამე ვარიანტად "სასუოლოს" კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ჰამედ ჯუნიორ ტრაორე განიხილება, რომლის აგენტთანაც "მილანმა" რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა. "სასუოლოსთან" მოლაპარაკებები ჯერჯერობით დაწყებული არ არის, რადგან პრიორიტეტად კვლავ რენატუ სანჩესი რჩება.

1 თვის წინ
1081 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები