"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში იმყოფება. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც რონალდინიო მეგობართან ერთად ორ მეტოქეს უპირისპირდება. როგორც ბრაზილურმა მედიამ გაარკვია, ლეგენდარული ფეხბურთელის მოწინააღმდეგეები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. აღსანიშნავია, რომ რონალდინიო ამ დაპირისპირებაში დამარცხდა.