მალდინი: "მილანს" გუნდური სულისკვეთება გამოარჩევს"

მალდინი: "მილანს" გუნდური სულისკვეთება გამოარჩევს"

პაოლო მალდინიმ DAZN-თან  საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა:

"მილანს" სეზონის სტარტიდან გუნდური სულისკვეთება ჰქონდა და სწორედ ეს გამოარჩევდა. თავის გასამართლებელი მიზეზები იმის მიუხედავად, რომ ტრავმების და კოვიდის გამო ბევრი რთული მომენტი გვქონდა, არასოდეს გვიძებნია, უბრალოდ მუშაობას ვაგრძელებდით, რამაც საბოლოო შედეგი გამოიღო. ყველა სირთულეს საკადრისი პასუხი გაეცა.

ყველაზე ძლიერები და სტაბილურები ვიყავით, ამიტომ ჩემპიონობა დავიმსახურეთ.  ბოლო ტურებში ჩვენ მეტოქეებზე რთული კალენდარი გვქონდა, მაგრამ გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხა.

გადამწყვეტი მატჩი სკდუეტოსთვის ბრძოლაში? ვფიქრობ, "ლაციოსთან" გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ფრე ჩვენ საქმეს საგრძნობლად გაგვირთულებდა.

ჩვენი გულშემატკივრები მთელი სეზონის განმავლობაში გამოირჩეოდნენ და მით უმეტეს ბოლო მატჩში, იმის მიუხედავად, რომ შეხვედრა გასვლაზე გვქონდა, სტადიონი "მილანის" ქომაგებით იყო სავსე, რამაც საქმე გაცილებით გაგვიადვილა.

ასე არასოდეს არაფერი გვიზეიმია. ალბათ ფაქტს, რომ 11 წელი ტიტულის მოგებას ვერ ვახერხებდით, გარკვეული გავლენა ჰქონდა.

სეზონის სუკეთესო გოლი? ეს იყო გოლი, რომლის გატანაც მხოლოდ ტეოს შეუძლია".

1 თვის წინ
506 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები