"ნაპოლი" "მილანის" კიპერს უმიზნებს

"ნაპოლი" "მილანის" კიპერს უმიზნებს

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლიმ" "მილანის" მეკარის ჩიპრიან ტატარუშანუს მიმართ ინტერესი გამოთქვა.

"პარტენოპეი" უახლოეს პერიოდში ალექს მერეტთან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებს, მაგრამ მას სათადარიგო მეკარე სჭირდება.

წყაროს ცნობით, ტატარუშანუს "ნაპოლიში" ტრანსფერის ბედს ანტონიო მირანტე გადაწყვეტს, რომელსაც "მილანთან" მიმდინარე კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

თუ "როსონერიმ" მირანტესთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, არ არის გამორიცხული, რომ ჩიპრიანს გუნდის დატოვების საშუალება მიეცეს.

1 თვის წინ
894 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები