logo

"ბარსელონა" საქმეშია, გაზიდისმა გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონა" საქმეშია, გაზიდისმა გადაწყვეტილება მიიღო

ალესიო რომანიოლი უდაოდ "მილანის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა, რომელსაც "როსონერისთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და შესაძლოა "სან სირო" მსუყე შეთავაზების შემთხვევაში დატოვოს.

მისი გაყიდვით ლომბარდიული გრანდი დაახლოებით 50 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც დიდი თანხაა, თუმცა გუნდი ლიდერს და ხარისხს აშკარად დაკარგავს.

"Calciomercato"-ს ცნობით, ივან გაზიდისს ძალიან მოსწონს იტალიელი მცველი და მისთვის რომანიოლი ხელშეუხებელთა სიაშია. ამ ყველაფრის ფონზე ივანი შეთავაზებებს დაბლოკავს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე იმუშავებს.

ალესიოს გადაბირებით "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ინტერესდებიან, მაგრამ თუ წყაროს ვენდობით გარიგების დასრულება შეუძლებელია. გაზიდისი სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფლად მოქმედებისათვის მზადაა რომანიოლის ნაცვლად დონარუმა დათმოს, რომლის სანაცვლოდაც 50 მილიონზე ბევრად მეტს ითხოვს.

6 თვის წინ
1382 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ