სერია ა ახალ სეზონს საინტერესო ცვლილებით ხვდება

სერია ა ახალ სეზონს საინტერესო ცვლილებით ხვდება

სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა მომდევნო პირველი ტურების კალენდარი გამოაქვეყნა.

იტალიის ჩემპიონატის პირველი ტური მსოფლიო ჩემპიონატის გამო უჩვეულო დროს, 13-14 აგვისტოს გაიმართება, 13 ნოემბრიდან 3 იანვრამდე კი მუნდიალის გამო პაუზა გამოცხადდება.

გასული სეზონის მსგავსად, სერია ა-ში ამჯერადაც ასიმეტროული კალენდარი იქნება, რაც გულისხმობს იმა, რომ პირველი და მეორე წრის კალენდარი ერთმანეთისგან განსხვავდება.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო სეზონიდან ძალაში შევა წესი, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ, სკუდეტოსთვის მებრძოლთა ორი გუნდი იდენტურ ქულებს მოაგროვებს, ჩემპიონის ვინაობა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით აღარ გადაწყდება.

ჩემპიონის გამოსავლენად გუნდებს ერთი დამატებით მატჩის გამართვა მოუწევთ, რომელიც ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს, იგივე სტრუქტურა იქნება გამოყენებული სერია ა-ში დარჩენისთვის ბრძოლაშიც.

იმ შემთხვევაში, თუ იდენტური ქულების რაოდენობა ორზე მეტმა გუნდმა მოაგროვა, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი გოლების სხვაობა და სხვა სტატისტიკა იქნება.

1 თვის წინ
914 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო