ჩალჰანოღლუ: "ზლატანის წვლილი ამ ტიტულში ძალიან მცირეა"

ჩალჰანოღლუ: "ზლატანის წვლილი ამ ტიტულში ძალიან მცირეა"

ჰაკან ჩალჰანოღლუმ "ინტერში" გატარებული პირველი სეზონი შეაფასა და რა თქმა უნდა, "მილანის" გაჩემპიონებაზეც ისაუბრა

"გადავედი გუნდში, რომელიც იტალიის ჩემპიონი იყო იმედით, რომ სკუდეტოს ისევ მოვიგებდით. ვცხოვრობდი იგივე ქალაქში, რომელშიც მანამდე, უბრალოდ ახლა ჩემი ფერები შეიცვალა.

შემდეგ, ჩემმა ახალმა გუნდმა სკუდეტო ვერ მოიგო, ეს ჩემმა მეორე გუნდმა გააკეთა და ხალხი ისე იქცეოდა, თითქოს ეს ჩემი ბრალი იყოს.

"ინტერში" ძალიან ბედნიერი ვარ და ტიფოზების მხარდაჭერა  დამეხმარა. "მილანში" 4 წელი ვთამაშობდი, მაგრამ სტადიონზე ჩემი სახელის სკანდირება არასოდეს მომხდარა, ახლა კი ეს გახურების დროსაც კი ხდება.

იბრა? ის 40 წლის კაცია და არა 18 წლის ბავში, ამიტომ ვფიქრობ, ასეთი ქცევა არ შეეფერებოდა. ზლატანს უბრალოდ ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა, სიმართლე კი ის არის, რომ მას გასულ სეზონში ფაქტობრივად არ უთამაშია, ამიტომ მისი წვლილი ამ ტიტულში ძალიან მცირეა.

"ინტერს" "მილანთან" გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა დერბიში მარცხმა, რომელიც ჩვენ 75 წუთის განმავლობაში ვიგებდით, ყველაფერი შეცვალა. იმ შეხვედრაში მწვრთნელმა მე და პერიშიჩი შეგვცვალა, რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო და  ეს ვუთხარი კიდეც. კოპა იტალიას ნახევარფინალში ჩვენ მილანი 3:0 დავამარცხეთ".

6 დღის წინ
611 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო