"პსჟ-ში" ტრანსფერის დახურვას სანჩესი აფერხებს - მიზეზი "მილანია"?

"პსჟ-ში" ტრანსფერის დახურვას სანჩესი აფერხებს - მიზეზი "მილანია"?

როგორც იტალიური და ფრანგული წყაროების იტყობინებიან, "პარი სენ-ჟერმენი" და "ლილი" რენატუ სანჩესის ტრანსფერის დეტალებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

ერთადერთი წინაღობა, რაც ამ მომენტში ფეხბურთელის პარიზულ გუნდში გადასვლას უდგას წინ, თავად პორტუგალიელის პოზიციაა.

La Repubblica-ს ინფორმაციით, "პსჟ" სანჩესს  სეზონში 5 მილიონს და ბონუსებს სთავაზობ. "მილანს" კი მასთან მხოლოდ 3.2 მილიონიანი შეთანხმება აქვს,  მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს "როსოენრის" რიგებში თამაში სურს და იმედი აქვს, რომ იტალიური გრანდი "ლილს" ახალი წინადადებით მიმართავს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ტრანსფერი განხორციელდა, პარიზელები 25 მილიონ ევროს +5 მილიონს ბონუსის სახით გადაიხდის, "როსონერი" კი რენატუს გაფორმებას 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს.

6 დღის წინ
668 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო