ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ლაციო" და ალესიო რომანიოლი პირადი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, "მილანის" კაპიტანი "ლაციოსთან "5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი გასამრჯელო სეზონში 3.2 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ბონუსების ჩათვლით 3.5 მილიონამდე გაიზრდება.
რომანიოლი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და რომაელთა რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.