"მილანმა" მარსელოს წინადადებით მიმართა

"მილანმა" მარსელოს წინადადებით მიმართა

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  მარსელოს, რომელიც "რეალის" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, "მილანმა" პირველი წინადადებით ბრაზილიელს უკვე მიმართეა.

AS-ს ცნობით, "როსონერი" მარსელოს 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, მისი შემდგომში კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ხელფასის სახით კი მზად არის 3 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც მის ახლანდელ გასამრჯელოზე 2-ჯერ ნაკლებია, თუმცა უკეთესი პირობები სხვა დაინტერესებულ მხარეებს არ შეუთავაზებიათ.

წყაროს ცნობით, "მილანის" მთავარი კონკურენტი "მარსელია", მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე მეტად სწორედ იტალიელები აქტიურებენ.

1 კვირის წინ
680 / 0
Ibra
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო