MilanNews-ის ინფორმაციით, რიკი მასარა და პაოლო მალდინი "მილანთან" ახალ კონტრაქტებს მომდევნო კვირის მსვლელობისას გააფორმებენ, რის შემდეგადაც კლუბი ტრანსფერებზე აქტიურ მუშაობას დაიწყებს.
სპორტული დირექტორების მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან 30 ივნისს იწურება და იტალიურ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ გუნდის ხელმძღვანელობასა და მალდინი-მასარას დუეტს შორის გარკვეული უთანხმოება იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მხარეებმა საერთო ენის გამონახვა მოახერხეს.
წყაროს ცნობით, მალდინი და მასარა გუნდში კიდევ 2 წლით დარჩებიან და სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.